video

ოქტომბერი 21, 2009 at 6:10 PM დატოვე კომენტარი

პირადი მძღოლის ალტერნატივა

საჭიროა თუ არა პირადი მძღოლის ყოლა სამსახურში?  თუ ეს საშუალო ან დიდი კომპანიაა, რომელშიც თანამშრომლებს პერიოდულად შეხვედრებზე უწევს სიარული ან კიდევ პერსონალს სხვა და სხვა სახის სამეურნეო საკითხებზე რათქმაუნდა მძღოლის ყოლა აუცილებელია. მძღოლი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოდ მიყვანაზე დანიშნულების ადგილას, დაგელოდებათ, ზედმეტ ნერვიულობას აგაცილებთ თავიდან , მითუმეტეს ახლანდელ საცობებში და ა.შ. ამითი იმის თქმა მინდა რომ პირადი მძღოლის მომსახურება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის.

ეხლა კი ბიზნეს იდეა: კრიზისის ფონზე კომპანიები სულ უფრო უფიქრდებიან საკითხს, როგორ გააკეთონ ეკონომია. გთავაზობთ შექმნათ ცენტრალიზებული ტაქსების მომსახურების სერვისი.

საჭიროა შეუთანხმდეთ ტაქსო კომპანიებს რომ გადაუხდით თვეში მოჭრილ თანხას მაგ 500 ლარს და როცა თქვენს კლიენტს დასჭირდება ახლოს მდებარე ტაქსი  უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და წამოიყვანოს პიროვნება შეხვდრაზე თუ სადმე კიდე.  არც ერთ ტაქსო კომპანიას არ აქვს 100% დატვირთვა, და არც 70%-იც კი. შესაბამისად თქვენი შეთავაზებით მათ დამატებით შემოსავალს პირდება. კონტაქტი შეიძლება ქონდეთ რამოდენიმე კომპანიასთან.

რაც შეეხება კიდე კომპანიებს, მათ უნდა ყოველთვიური მოჭრილი გადასახადი გამოართვათ იმისდა მიხედვით თუ რა დატვირთვა ექნებათ თვის განმავლობაში.

ბიზნენის დაწყებამდე საჭიროა ზუსტი გათვლების გაკეთება.

ივნისი 18, 2009 at 9:54 AM დატოვე კომენტარი

თანამგზავრული სატელევიზიო ანტენების დაყენება

ალბათ სულ უფრო ხშირად შეგიმჩნევიათ სახლებზე თანამგზავრული ანტენების მომრავლება. სამწუხაროდ საკაბელო ტელევიზიები ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევიან ყველა მომხმარებლისათვის საინტერესო არხის ნახვის შესაძლებლობას და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკაბელო ტელევიზია ყოველთვიურ სააბონენტოს ახდევინებს. თანამგზავრული სატელევიზიო ანტენის შემთხვევაში ერთ-ჯერადი გადასახადი აპარატურაშია მხოლოდ საჭირო შემდგომ მიიღებთ არადაშიფრულ არხებს რომელთა რაოდენობა 50-100 შეადგენს.

პარაბოლური ანტენები საკმაოდ გაიაფდა, ჩინეთში მათი ყიდვა რამოდენიმე დოლარად არის შესაძლებელი, აქვს ანტენები ადგილობრივ კომპანიებსაც, უნდა გაერკვეთ აპარატურაში და შეერთების ხერხებში რაც საკმაოდ მარტივია და ინტერნეტში უამრავი საინტერესო სტატიაა განთავსებული. მოიმარაგოთ დრელი სპეციალური სამაგრები და ა.შ შემდგომ კი განათავსეთ განცხადებები გაზეთში სიტყვა და საქმე და სხვა უფასო განცხადებების საშუალებებში. ფული რო გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აგარაკებზე ა4 ფორმატის პლაკატებიც გააკრათ. მოკლედ ბიზნესი შესაძლოა სამაოდ მომგებიანი გამოვიდეს. ამას ისიც ემატება რომ წელიწადში ერთხელ ანტენები კორექტირებას საჭიროებენ და ამაში დამატებითი სააბონენტო შეგიძლიათ გამოართვათ კლიენტებს.

ივნისი 10, 2009 at 8:09 PM დატოვე კომენტარი

გამაფრთხილებელი სტიკერების წარმოება

არსებობს უამრავი კომპანია, რომელსაც სჭირდება გამაფრთხილებელი საინოფმრაციო სტიკერები საკუთარ ობიექტებზე. მაგალითად ენერგოკომპანიები, რომლებიც მაღალვოლტიან გადამცემებს ან ტრანსფორმატორებს ფლობენ. სანახავია თუ არის ყველაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსებული – თუ არა კარგი შესაძლებლობა გაქვთ შესთავაზოთ მზა პროდუქცია (სტიკერების და დიზაინის სახით). მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე http://www.seton.com . იდეის დახვეწა და გავრცელება რათქმაუნდა შესაძლებელია.

აპრილი 22, 2009 at 8:59 PM დატოვე კომენტარი

მოსიარულე რეკლამა

ალტერნატიული და მითიმეტეს ეფექტური რეკლამა ბევრ კერძო კომპანიას წყურია. ტრადიციული საშუალებები ტელევიზია, მედია, ბილბორდები და ა.შ სულ უფრო ნაკლებ სასურველ შედეგს იძლევა. იდეა მდგომარეობს მოსიარულე სარეკლამო ობიექტების სააგენტოს შექმნას. სად უნდა განათავსონ პიროვნებებმა რეკლამა – საკუთარ მაისურზე, ქუდზე, მანქანაზე, სახლის ბალკონზე და ა.შ . შემდგომ აგროვებთ რეკლამას კომპანიებისაგან, (ფასწარმოქმნა უნდა იყოს საშუალო შეხებიდან გამომდინარე სხვა ადამიანრბთან). რათქმაუნა ადამიანების რომლებსაც შეარჩევთ მოსიარულე რეკლამად ყუმები არ უნდა იყვნენ 🙂

აპრილი 13, 2009 at 7:34 PM დატოვე კომენტარი

რეკლამა ერთჯერად ჭიქებზე

ალბათ შეგიმჩნევიათ რომ საკმაოდ ბევრ ორგანიზაციაში წყლის გაგრილების და დაცხელების აპარატი დგას.  ასევე გვერდით საცავში ერთჯერადი ჭიქებია განთავსებული. ბიზნეს იდეა მდგომარეობს კომპანიებისათვის ერთჯერადი ჭიქების მიწოდება რომელზეც რეკლამა იქნება განთავსებული.  თქვენი მხრიდან პოტენციური რეკლამის განმთავსებლებისაგან რეკლამა უნდა მოიზიდოთ შემდგომ კი უფასოდ ჭიკები წამყვან კომპანიებს შესთავაზოთ. ყველა კმაყოფილი დარჩება.

აპრილი 13, 2009 at 7:14 PM დატოვე კომენტარი

საიუველირო აუქციონზე მუშაობა

ზუსტად რომ საიუველირო აუქციონზე მუშაობა. აქ იგულისხმება უკვე საკმაოდ პოპულარულ თბილისში აუქციონზე www.bidz.com-ზე სარფიან წინადებებზე დაკვირვების სერვისის შეთავაზება. საკმაოდ ბევრი ქართველი ქალბატონი  ყიდულობს მაგალითად 1400 ძვირფასი ქვებით მორთულ სამკაულს 120 დოლარად. თითოეულ აუციონს აქვს მითითებული დრო თუ რამდენ ხანში დამთავრდება ის.  იმისათვის რომ გოგონები არ შეწუხდნენ  და ყველა წინადადებას არ ადევნონ თვალყური, შეიძლება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შესთავაზოთ დაკვირვება საინტერესო პოზიციებზე, თუ ფასი არ იზრბდება და სასურველ ნიშნულზეა მაშინ ატყობინებთ ტელეფონით ან სმს-ით.

აპრილი 13, 2009 at 3:06 PM დატოვე კომენტარი

ავია ტაქსი

dexter2საზღვარგარეთ ეს უკვე საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული ბიზნესის ფორმაა. მგზავრები როგორც მცირე ასევე შორეულ მანძილებზე ავია – ტაქსის მომსახურებით სარგებლობენ. როგორც წესი ეს მცირე ზომის პროპელერიანი თვითფრინავებია, რომლებიც შედარებით ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. შესაძლებელია თუ არა ასეთი მომსახურების გაწევა ჯერ საქაერო ნავიგაციაში უნდა გაიგოთ და ტრანსპორტის ადმინისტრაციაში. თუ შესაძლებელია, მაშინ თვითფრინავის დაქირავების სქემა უნდა შექმნათ, განსაზღვროთ მარშრუტები – ალბათ უფრო ბათუმი და გააკეთოდ რეკლამა. მომხმარებელი იღებს გადაადგილების დაჩქარების შესაძლებლობას და ექსტრიმს 🙂

მარტი 25, 2009 at 7:46 PM დატოვე კომენტარი

სასურსათო კოოპერატივები

როგორც წესი მსხვილი შემომტანები პროდუქციის საბითუმო მომხმარებლებს გაცილებით ნაკლებ ფასში აწვვდიან პროდუქციას თუ მას დიდი რაოდენობით ყიდულობ. ყველა ალბათ იცნობს კოოპერატივის მოქმედების სტრუქტურას. ჩვეული მომხმარებლები ერთიანდებიან, მაგალითად ბინის ასაშენებლად და შედეგად დეველოპერული კომპანიის გვერდის ავლით ნაკლებ ფასად აშენებენ ბინას. ამ შემთხვევავი იდეა მდგომარეობს საიტის შექმნაში სადაც გარკვეული კონკრეტული სამომხმარებლო პროდუქციის იაფად შესაძენად შესაბამისი რაოდენობის ადამიანები შეგროვდებიან და ბითუმად ყოველთვიურად ან უფრო მეტი პერიოდით პროდუქციას შეიძენენ გაცილებით ნაკლებ ფასში

მარტი 25, 2009 at 7:18 PM დატოვე კომენტარი


კატეგორიები

  • Blogroll

  • Feeds