Posts filed under ‘მომსახურება’

პირადი მძღოლის ალტერნატივა

საჭიროა თუ არა პირადი მძღოლის ყოლა სამსახურში?  თუ ეს საშუალო ან დიდი კომპანიაა, რომელშიც თანამშრომლებს პერიოდულად შეხვედრებზე უწევს სიარული ან კიდევ პერსონალს სხვა და სხვა სახის სამეურნეო საკითხებზე რათქმაუნდა მძღოლის ყოლა აუცილებელია. მძღოლი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოდ მიყვანაზე დანიშნულების ადგილას, დაგელოდებათ, ზედმეტ ნერვიულობას აგაცილებთ თავიდან , მითუმეტეს ახლანდელ საცობებში და ა.შ. ამითი იმის თქმა მინდა რომ პირადი მძღოლის მომსახურება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის.

ეხლა კი ბიზნეს იდეა: კრიზისის ფონზე კომპანიები სულ უფრო უფიქრდებიან საკითხს, როგორ გააკეთონ ეკონომია. გთავაზობთ შექმნათ ცენტრალიზებული ტაქსების მომსახურების სერვისი.

საჭიროა შეუთანხმდეთ ტაქსო კომპანიებს რომ გადაუხდით თვეში მოჭრილ თანხას მაგ 500 ლარს და როცა თქვენს კლიენტს დასჭირდება ახლოს მდებარე ტაქსი  უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და წამოიყვანოს პიროვნება შეხვდრაზე თუ სადმე კიდე.  არც ერთ ტაქსო კომპანიას არ აქვს 100% დატვირთვა, და არც 70%-იც კი. შესაბამისად თქვენი შეთავაზებით მათ დამატებით შემოსავალს პირდება. კონტაქტი შეიძლება ქონდეთ რამოდენიმე კომპანიასთან.

რაც შეეხება კიდე კომპანიებს, მათ უნდა ყოველთვიური მოჭრილი გადასახადი გამოართვათ იმისდა მიხედვით თუ რა დატვირთვა ექნებათ თვის განმავლობაში.

ბიზნენის დაწყებამდე საჭიროა ზუსტი გათვლების გაკეთება.

ივნისი 18, 2009 at 9:54 AM დატოვე კომენტარი

საიუველირო აუქციონზე მუშაობა

ზუსტად რომ საიუველირო აუქციონზე მუშაობა. აქ იგულისხმება უკვე საკმაოდ პოპულარულ თბილისში აუქციონზე www.bidz.com-ზე სარფიან წინადებებზე დაკვირვების სერვისის შეთავაზება. საკმაოდ ბევრი ქართველი ქალბატონი  ყიდულობს მაგალითად 1400 ძვირფასი ქვებით მორთულ სამკაულს 120 დოლარად. თითოეულ აუციონს აქვს მითითებული დრო თუ რამდენ ხანში დამთავრდება ის.  იმისათვის რომ გოგონები არ შეწუხდნენ  და ყველა წინადადებას არ ადევნონ თვალყური, შეიძლება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შესთავაზოთ დაკვირვება საინტერესო პოზიციებზე, თუ ფასი არ იზრბდება და სასურველ ნიშნულზეა მაშინ ატყობინებთ ტელეფონით ან სმს-ით.

აპრილი 13, 2009 at 3:06 PM დატოვე კომენტარი


კალენდარი

მაისი 2024
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Posts by Month

Posts by Category